დღევანდელი დღე დაეთმო თითოეული ჩვენთაგანის წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაციებს,რომელიც ჩემთვის იყო საკმაოდ საინტერესო. ამ ტრენინგებით ბევრი რამ გავიგე დავისწავლე.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ თამარ რუაძეს, ესოდენ ნაყოფიერი ტრენინგისთვის.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის რუბრიკებზე. დავალებად მოგვეცა შეფასების ცხრილების შედგენა და მეორე მოდულის წაკითხვა ბოლომდე.
შევავსეთ და ვირტუალურ დისკზე გადავიტანეთ პროექტის ბუკლეტი და პროექტის გეგმის შაბლონი და ისიც ავტვირთეთ ვირტუალურ დისკზე, გავეცანით მოდული 2-ის აქტივობა 4-ის მიმართულების საკვანძო კითხვებს, რომლის საშუალებითაც შევადგინე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტისთვის.დავალებად მოგვეცა მოდული 2-ის წაკითხვა.